საზოგადოება
”რიგოლეტო” კონსერვატორიის დიდ დარბაზში

rigoletoვერდის ცნობილი ოპერა კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში დაიდგა. სპექტაკლში კონსერვატორიის მაგისტრანტები და საოპერო სტუდიის სოლისტები მონაწილეობდნენ. სცენაზე მათ მეოთხე მოქმედება შეასრულეს. ოპერის ფინალს რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა. საოპერო სტუდია ყოველ სეზონზე დიდი დარბაზის სცენას კონსერვატორიის სტუდენტებს უთმობს. სტუდიის სცენაზე ახალი თაობის შემსრულებლებიდან მღეროდნენ ისეთი ცნობილი ვოკალისტები, რომლებიც დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში მოღვაწეობენ, მათ შორის: თამარ ივერი, ნინო სურგულაძე და ნინო მაჩაიძე. ამ სეზონზე საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის შანსი პროფესიონალების წინაშე მაგისტრანტებს მიეცათ.