პუბლიკაციები
პუტინი: „უკრაინის კრიზისი აშშ-ისა და მისი დასავლეთელი მოკავშირეების ჩარევის შედეგია უკრაინის საშინაო საქმეებში. აღნიშნულ კრიზისში რუსეთის ბრალეულობა არ არის!“

krisis-zar-3საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტურ გაზეთი „ალ-აჰრამთან“ ინტერვიუში განაცხადა კაიროში გამგზავრების წინ.

„უკრაინის კრიზისი რუსეთის გამო არ წარმოშობილა. ის აშშ-ისა და მისი დასავლეთელი მოკავშირეების მცდელობის შედეგია, რომლებსაც თავი გამარჯვებულად მიაჩნიათ „ცივ ომში“, თავს მოახვიონ ყველას საკუთარი ნება!

...ფუჭი სიტყვები გამოდგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაპირებები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებას მისცა, აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ. ჩვენ ვნახეთ, როგორ სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევს რუსეთის საზღვრებისაკენ ნატოს ინფრასტრუქტურა, როგორ იგნორირებას უკეთებენ რუსეთის ინტერესებს. ევროკავშირის პროგრამის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში იყო მცდელობები, ჩამოეშორებინათ სსრკ-ის რიგი ყოფილი სახელმწიფოები რუსეთისგან, დაეყენებინათ ისინი ხელოვნური არჩევანის წინაშე - რუსეთთან თუ ევროპასთან. ამ ნეგატიური ტენდენციების კულმინაციად უკრაინის კრიზისი იქცა. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ აშშ და მისი დასავლეთელი პარტნიორები უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის დამღუპველი შედეგების შესახებ, მაგრამ ყურად არავინ იღო...

თვალსაჩინოა, რომ კრიზისი გაგრძელდება მანამ, სანამ თავად უკრაინელები არ მოილაპარაკებენ ერთმანეთში, სანამ ბოლო არ მოეღება რადიკალიზმისა და ნაციონალიზმის პარპაშს, ხოლო საზოგადოება კონსოლიდირდება პოზიტიური ფასეულობებისა და უკრაინის ნამდვილი ინტერესების გარშემო... ამისათვის საჭიროა, რომ კიევში ხელისუფლებამ ყურად იღოს საკუთარი ხალხის. გამონახონ საერთო ენა და მოილაპარაკონ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასა და რეგიონთან. შეიმუშაონ სახელმწიფოს ისეთი კონსტიტუციური მოწყობის ფორმულა, რომლის დროსაც უსაფრთხოდ და კომფორტულად იცხოვრებდა ყველა მოქალაქე და სრულად იქნებოდა დაცული ადამიანის უფლებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.