უცხოეთი
ფედერიკა მოგერინი: „ევროპა არ აპირებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას!“
federika-zar-2საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-თან ინტერვიუში განაცხადა: „როცა ცდილობენ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნას, როგორც ამას მთელი ძალისხმევით ვაკეთებთ ჩვენ, კონფლიქტის ერთ-ერთი მხარისთვის იარაღის მიწოდება თანმიმდვერულ ჟესტად არ მიმაჩნია. იარაღის მიწოდება ჯერ კიდევ ცალკეული სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა, რომელიც უშუალოდ ევროკავშირს არ უკავშირდება“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. ბევრი რამ, მიაჩნია მოგერინის, დამოკიდებული იქნება უნარზე, გამოინახოს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრის გზა. სამხედრო გამოსავალი აქედან არ არსებობს, აღნიშნა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.