სამართალი
საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საქინფორმის მთავარ რედაქტორს უპასუხა

kancelaria-samart-2-redaq-1საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2015 წლის 26 იანვარს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა განცხადებით: ბატონო ირაკლი, ჩემი ჯგუფი მზად არის დაიწყოს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება პარალელურ რეჟიმში!
ზუსტად 10 დღის შემდეგ - 2015 წლის 5 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მოვიდა შემდეგი პასუხი:

საქართველოს მთავარ პროკურატურას
ასლი: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“
გიგზავნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 26 იანვარს შემოსულ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის №6556 წერილს.
გთხოვთ განიხილოთ წერილში დასმული საკითხები თქვენი კომპეტენციის შესაბამისად და პასუხი აცნობოთ წერილის ავტორს.

პატივისცემით,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
ნინო კობახიძე