პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავძლიოთ პრობლემები. ამაში კი ჩვენ გვაქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი“
problem-samart-1-analit-8საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა მიუნხენში, 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს. „ამერიკული მხარე ხედავს საქართველოში იმ პროგრესს, რასაც მივაღწიეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა პრობლემები ისევ რჩება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავძლიოთ პრობლემები”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.