პუბლიკაციები
„ნატო ყველაზე მშვიდობისმოყვარე ბლოკია მსოფლიოში, მაშ ვინ ბომბავდა იუგოსლავიას, ლიბიას?..“ „ნატო სიყვარულს ეძებს, ამიტომაც მოისწრაფვის ჩვენი საზღვრებისკენ!“ „დასავლეთის უპირობო მხარდაჭერამ სააკაშვილს თავბრუ დაახვია და ყველამ იცის, რა გამოვიდა აქედან...“

nato-sazog-2-analit-4საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. „თქვენ, რასაკვირველია, მანკიერი ცნობიერება გაქვთ, ამას უკვე მივხვდი... ნამცეც-ნამცეც უნდა შევაგროვოთ, რაც ჯერ კიდევ დაგვრჩა და ჰელსინკის პრინციპების ხელახალა დამტკიცების საფუძველზე უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მოვილაპარაკოთ, სადაც მყუდროდ იგრძნობს თავს ყველა, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას - ყველას ჩათვლით, ვისაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები არჩევანის წინაშე აყენებენ: „თქვენ დასავლეთის მიმართულებით უნდა წახვიდეთ! ნაკლებად უნდა იურთიერთოთ რუსეთთან! ეს ფაქტია და მე ვიცი, რომ ამერიკელი ელჩები მთელ მსოფლიოში ასეთ მითითებებს იღებენ. აი ვხედავ ალექსანდრე ვერშბოუს აქ, მან ახლახან ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ნატო ყველაზე მშვიდობისმოყვარე ბლოკია მსოფლიოში და საერთოდ - ევროპული სტაბილურობისა დ აუსაფრთხოების იმედია. მაშ ვინ ბომბავდა იუგოსლავიას, ლიბიას, უსაფრთხოების რეზოლუციის დარღვევით?.. დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა უკრაინისთვის თავბრუს ახვევს ზოგიერთს, როგორც თავის დროზე თავბრუ დაახვია სააკაშვილს. ყველამ ჩინებულად იცის, თუ რა გამოვიდა აქედან...“ - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის პასუხებიდან მიუნხენის 51-ე კონფერენციაზე უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიების მსვლელობისას. მიუნხენი, 2015 წლის 7 თებერვალი.

ანუ ნატო ეძებს სიყვარულს და იმიტომაც ისწრაფვის ჩვენი საზღვრებისაკენ!“- რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვის კომენტარი „ტვიტერზე“ ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადების პასუხად, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, პირიქით“.