საზოგადოება
პატრულირების დროს, „ალფა“ ასეულის ჯარისკაცები ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად, ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. კომბინირებულ პატრულში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მთავარი სერჟანტი კრისტოფერ გილპინიც მონაწილეობდა. 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.