პუბლიკაციები
ანგელა მერკელი: “გერმანიას სურს დიდი ევროპა, სადაც რუსეთიც მოიაზრება“
merkeli-polit-3-analit-3საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციას  გერმანიის კანცლერი შეუერთდა, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე. ანგელა მერკელის გამოსვლას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.გერმანიის კანცლერი მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს შეეხო. მისი განცხადებით, მოსკოვში ვიზიტს ჰქონდა აზრი, მაგრამ უცნობია, მოყვება თუ არა შედეგი. ანგელა მერკელმა რუსეთი მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიას სურს დიდი ევროპა”, სადაც რუსეთიც მოიაზრება. გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისი პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.