პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის თავმჯდომარეს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს შეხვდა
madlen-polit-2-analit-2საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობის გეგმებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. მადლენ ოლბრაიტმა დადებითად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც ალიანსთან დაახლოების გზაზე ქვეყნის ხელისუფლება ატარებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გამო.ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.