პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „უკრაინამდე იყო საქართველო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა“
Do-polit-1-analit-1საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: უკრაინის მიღმა - გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში’’. პრემიერი მიესალმება ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ვიზიტს მოსკოვში და მათ ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. საქართველომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ე.წ მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, „თუმცა, შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული”. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.