პუბლიკაციები
ევროპა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია - ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე აშშ-ის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ
evropa-zar-3-anსაქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ ამან შესაძლოა დონბასში სიტუაცია გაართულოს. მას დაეთანხმა გფრ-ის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელსაც მიაჩნია, რომ ლეტალური შეიარაღების მიწოდება კიევისთვის ხელს შეუშლის ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის გადაჭრის გზის ძიებას. ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საერთოდ არ უნდა კავდებოდეს უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხით: „რაც შეეხება აღჭურვილობას, იარაღს, ნატოს განკარგულებაში არ არის იარაღი, ჩვენ არ გვაქვს იარაღი. ეს თითოეულმა მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საკითხი  მოკავშირეებმა ცალკე განიხილონ და არა ნატომ, როგორც ორგანიზაციამ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.