პუბლიკაციები
ბარაქ ობამამ საგარეო საქმეებში აშშ-ის „ზედმეტი მონაწილეობის“ საფრთხის შესახებ განაცხადა - ვაშინგტონი მოსკოვს „თვალსაჩინო სიმართლით“ დაუპირისპირდება...

prozrenie-zar-2-anსაქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლისათვის უსაფრთხოების ნაციონალურ სტრატეგიაზე საუბრის წინასიტყვაობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ სახიფათოდ მიაჩნია ქვეყნის „ზედმეტი მონაწილეობა“ საგარეო საქმეებში, რომ ვაშინგტონისთვის აუცილებელია „სტრატეგიული მოთმინება“ საკუთარი ინტერესების დაცვაში აშშ-ის ფარგლებს გარეთ. „გამოწვევები, რომლებსაც შევეჯახეთ, სტრატეგიულ მოთმინებასა და სიმტკიცეს მოითხოვს“, - განაცხადა მან.

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანამ სასანქციო ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მოსკოვთან დაპირისპირებას „თვალსაჩინო სიმართლით“ აპირებს.