სამართალი
შსს-მ ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

Visa-samart-2საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსონ . და ელზა . ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ელზა კ. მოქალაქე ოლია -ს 18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. მან ქალბატონს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოლია შ-ს ანაზღაურება 770 ლარს შეადგენდა. სამსონ ჯ-მ, ასევე ყალბი ვიზის მისაღებად, მოქალაქე სოფიკო -ს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება 870 ლარს შეადგენდა.

ელზა კ-მ მოქალაქე იამზე კ-სა და მოქალაქე ქეთევან ღ-ს დაუმზადა ყალბი ცნობები სამუშაო ადგილის შესახებ, რომლებიც პოლონეთის საელჩოში წარსადგენად დაამზადა. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღეს, ელზა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 29 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო. დანაშაულში მხილებული ორივე პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.