საზოგადოება
მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო
Munxen-sazog-3საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და  თავდაცვის მინისტრი,  400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფებოდა. მიუნხენის 51- ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის  მთავარი საკითხები იყო: საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი  გლობალური პრობლემა. მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა და ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.