საზოგადოება
ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე რუსულის მაღალ დონეზე ფლობის მსურველთათვის. პროფესიონალი პედაგოგები უზრუნველყოფენ თანამედროვე ლიტერატურისა და მეთოდების გამოყენებით მსურველებს შეასწავლონ რუსული ენა - გაიმდიდრონ ლექსიკა, დაეუფლონ გრამატიკას და დროის მოკლე მონაკვეთში თავისუფლად ისაუბრონ უცხო ენაზე.
გაკვეთილები კვირაში ორჯერ ცენტრის ოფისში გაიმართება (თბილისი, ბაქოს ქ. 2, ).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 15 თებერვლამდე ანკეტა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე : iirgeo@hotmail.com