პუბლიკაციები
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის განცხადება: „ნატოს წევრი ქვეყნები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსთან, რათა არსებითი პაკეტის ყველა ელემენტი განხორციელდეს“

komisia-saz-1-ant-5საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლის 5 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, სადაც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაფიქსირებულია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული წარმატება. ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, ნატო-ს ოპერაციებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და აღნიშნულია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატო-ს.

ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების შეთანხმება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში. ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.

ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ერთგული რჩებიან არაღიარების პოლიტიკის მიმართ და კვლავ მოუწოდეს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.