სამართალი
ციხეებში პატიმრები ტუბერკულოზით კვდებიან!

prison3საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა გადაყვანა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მკურნალობის სრული კურსის დასრულებამდე. ომბუდსმენის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში უკანასკნელ წლებში კვლავ მწვავედ იჩინა თავი ტუბერკულოზის პრობლემამ. ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლინდა ფაქტები, როდესაც პატიმარს რამდენჯერმე შეუწყდა და გაუგრძელდა მკურნალობა, რაც ხშირად პაციენტის სიკვდილით მთავრდება.
გარდა ამისა, სხვა დაწესებულებებში, განსაკუთრებით დახურულ და გადატვირთულ დაწესებულებებში, პაციენტთა შედეგიანი მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელია.