პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: „ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს თბილისში, სადაც ნატოს ჯარები, საქართველოს შეიარაღებული ძალები და პარტნიორი ქვეყნები ერთად გაივლიან წვრთნასა და მომზადებას“

Stoltenb-polit-3-analit-2საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც, კერძოდ, აღნიშნა: „საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ქართველი სამხედროებიც მომზადდებიან. ეს მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც საკუთარ სამხედროებს ახალ ცენტრში, საქართველოში მოამზადებენ.

საქართველოს არა მხოლოდ ნატოს ოპერაციებში შეაქვს წვლილი, არამედ ჩვენს საერთო უსაფრთხოებასაც იცავს. სწორედ ამას ვუწყობთ ხელს არსებითი პაკეტის განხორციელებით და საწვრთნელი ცენტრის დაარსებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ ქმედებებს, განსაკუთრებით კი ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. ‘შეთანხმებას“ აფხაზეთის რეგიონთან. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი მსგავს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რეგიონთანაც გეგმავს.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, უარყოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.