აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: „დავეხმარებით საქართველოს,უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას“
Ienc-aqtual-1-analit-4საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც ნატოს შტაბბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის უსაფრთხოების ალიანსები. გასულ სამიტზე, რომელიც სექტემბერში უელსში ჩატარდა, ჩვენ დავამტკიცეთ ღონისძიებათა არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ნატოს ძალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით“, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომლის განცხადებითაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას თავდაცვის პრიორიტეტებს შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსმა დაგმო რუსეთის ქმედება საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.