სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა

anti-samart-3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები: ვასილ გოგოლაძე და გოჩა კოპაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ბორჯომის სადგურის“ ხელმძღვანელი გოჩა კოპაძე და „ბორჯომის სადგურის“ მთავარი ინჟინერი ვასილ გოგოლაძე, 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლამდე მოქალაქეს, რომელიც ქალაქ თბილისში „ბორჯომის სადგურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არაოფიციალურ ავტოსადგომზე განთავსებულ ავტომანქანებს მეთვალყურეობას უწევდა, ყოველდღიურად სთხოვდნენ და ართმევდნენ 150 ლარს.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ავტოსადგომიდან გაგდებით ემუქრებოდნენ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებას წარმოადგენდა.