საზოგადოება
პანკისის ხეობაში ეთნოგრაფიული მუზეუმი იხსნება

muzeumiპანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში, ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნება. როგორც საქინფორმის რეგიონალურ კორესპონდენტს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მუზეუმის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორისა და ორგანიზატორის - ხასო ხანგოშვილის თქმით, მუზეუმში თავს მოუყრიან ექსპონატებს, კერძოდ: ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებამდე ადგილობრივი მოსახლეობის - ქართველების, ქისტების, ოსებისა და ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მიერ გადმოტანილ ნივთებს, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მასალებს.