აქტუალური
ნიკოლოზ მაღალდაძე: „ნავთობმომწოდებლების კარტელური გარიგება პრაქტიკულად დადასტურდა“

cartel-aqtual-3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ორგანიზაციის -„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე პრესკონფერენციაზე იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასის ცვლილების არაადეკვატურად ასახვას შიდა ბაზარზე.

იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ნიშნები, აცხადებს ნიკოლოზ მაღალდაძე, - მოცემული მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ ნავთობიმპორტიორები დიდი ალბათობით მხილებულ იქნებიან კარტელურ გარიგებაში. მიგვაჩნია, რომ მოკვლევა, რომელსაც აწარმოებს კონკურენციის სააგენტო ინვესტორებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან შესაბამისი სანქციების დაწესება ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებისთვის იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამ სფეროში განხორციელებული ინვესტიცია არ იქნება ხელოვნურად შეზღუდული. მისასალმებელია, რომ მოკვლევის პროცესში მეთოდოლოგიურად მუშავდება და ფასდება ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს. ამდენად იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში „კონკურენციის სააგენტო“ საზოგადოებას კვლევის შედეგებს წარუდგენს, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს“, - აცხადებს მაღალდაძე.