საზოგადოება
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 2015 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, გაზის მომხმარებელ იურიდიულ პირებს გაეზარდოთ მომსახურების ტარიფი და მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტარიფი განისაზღვროს ყოველი 1000 მ3 გაზისათვის 900 ლარით, წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების უხეშ დარღვევას და მიუთითებს კომპანიის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების მცდელობებზე. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთან დადებული აქვს ვადიანი ხელშეკრულებები, რომლის ცალმხრივი შეცვლის იმპერატიული მოთხოვნა, სერიოზულ ზიანს აყენებს იურიდიული პირების საქმიანობას და პირდაპირ არღვევს მომხმარებლის უფლებებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კომერციული ინტერესები არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს.