პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ბიზნესს ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ პროცედურები, რათა კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში“

barier-polit-3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. დავალება სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მისცა.

მაქსიმალურად დააჩქარეთ პროცედურები და დროში არ გაიწელოს არც ერთი გადაწყვეტილება. სახელმწიფოს და ხელისუფლების ურთიერთობა ბიზნესთან დღეს არის ძალან ჰარმონიული. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და გარემო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შევქმენით, კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება და თითოეული თანამშრომლის დონეზე დაიტანეთ, რათა არც ერთმა არ შექმნას რაიმე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, ვინც არ უნდა იყოს ის, დაუყოვნებლივ დააყენეთ მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მსხვილ ბიზნესმენებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯანსაღი, თავისუფალი ბიზნესგარემოა და გასული წელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა მათგანისთვის საუკეთესო იყო.