პრემიერი ღარიბაშვილი: „გამოვნახავთ გარკვეულ გზებს, რათა თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება“
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ამ საკითხის შესწავლა და გაანალიზება ეკონომიკურმა საბჭომ უკვე დაიწყო.
პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხზე უკვე შედგა კომუნიკაცია „სოკარის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
„ვფიქრობ, ჩვენ გამოვნახავთ გზებს, რომ ამ ეტაპზე მაინც თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება. დეტალურ განმარტებებს მოგვიანებით გავაკეთებთ. შეიძლება ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარეს, რომ მოხდეს ამ პროცესის გადავადება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერებს, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, აღნიშნული საკითხის უსწრაფესად გადაწყვეტისკენ მოუწოდა.