უცხოეთი
ვენესუელის პრეზიდენტი: „აშშ მოელაპარაკა კონტინენტის მთავრობებს, რომ ჩემი მთავრობის დამხობის შესახებ გამოაცხადოს!“

venesuaela-zar-3საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს. „იმპერიული ხელისუფლება ჩრდილოეთით სასოწარკვეთილების სახიფათო სტადიაში შევიდა, ის (აშშ) უკვე მოელაპარაკა კონტინენტის მთავრობებს, რომ ჩემი დამხობის შესახებ გამოაცხადებს. ამაში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვადანაშაულებ“, - აღნიშნა მან.

მადუროს განცხადებით, ბაიდენმა ასეთი მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრებთან გამართა. თუმცა ვენესუელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან მემარჯვენე ძალების მხრიდან შეთქმულების ნებისმიერი მცდელობისათვის.