დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში. კაკაბაძე - უტიაშვილს: „დაიმახსოვრე, შენ ხარ მკვლელი!“
საქართველო, 5 თებერვალი,
საქინფორმი. დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში დიდხანს გაგრძელდა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დერეფანში უფლებადამცველ
ირაკლი კაკაბაძესა და დაკავებულების ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა
(ვიდეო. იხ. აქ). მათ ერთმანეთს მკვლელები და მკვლელების დამცველები ეძახეს.
ირაკლი კაკაბაძემ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროს შოთა უტიაშვილს სასამართლოს დერეფანში გამოჩენისას "ძაღლი" უწოდა. უტიაშვილის გამოჩენას სასამართლოს დერეფანში შეკრებილები "მკვლელის" ძახილით შეხვდნენ (ვიდეო. იხ. აქ). ისინი ასევე სკანდირებდნენ: "ზონდერები გარეთ!" ირაკლი კაკაბაძემ და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებმა, მათი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლო დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს. სიტუაცია სამართალდაცავებმა და მანდატურებმა განმუხტეს.