აქტუალური
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 4-5 თებერვალს ნატოს შტაბბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.
ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
5 თებერვალს ალიანსის შტაბბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი გახსნის. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ, ბრიტანელ, ლიტველ, პოლონელ, რუმინელ და ბელგიელ კოლეგებთან.