საზოგადოება
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ კაკო ბობოხიძესა და უმრავლესობის ლიდერს შორის მოხდა (ვიდეო იხ. აქ). დავით საგანელიძემ ბობოხიძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და მანდატურის სამსახურის ჩარევის მიუხედავად, მაშინვე არ განმუხტულა. დაპირისპირების გამო სესიაზე შესვენება გამოცხადდა.