საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
AbaSiSvili-sazog-1საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ ხელმძღვანელ ჯანან ათილგანს შეხვდა. ჯანან ათილგანმა გიორგი აბაშიშვილს საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრისას, კერძოდ, საუბარი შეეხო კონკრეტული პროექტის განხორციელებას, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობას ითვალისწინებს. გიორგი აბაშიშვილმა და ჯანან ათილგანმა ამ პროექტის განხორციელების გზებზეც იმჯელეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და მჭიდრო კომუნიკაციაზეც შეთანხმდნენ.