პრემიერი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა
საქართველო, 5 თებერვალი,
საქინფორმი. რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და მხარის გუბერნატორებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
მხარის რწმუნებულებმა მთავრობის მეთაურს რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს კონკრეტული დავალებები, რათა რეგიონებში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს წარმოების განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები მოკლე ვადებში გადაიჭრას.