პუბლიკაციები
ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერტი: „ახლა ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს აფხაზეთი. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის, რომლებიც ყველასთვის სასარგებლო იქნება“

zarub-2-anსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერს შორის. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტივები ჟენევის დისკუსიებში, ასევე, ევროკავშირის ჩართვის შესაძლებლობა აფხაზეთის რესპუბლიკის ურთიერთხელსაყრელი ინტერესების სფეროში. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ბიორნ კიუნე, ევროკავშირის სპეცწარმოადგენლობის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში მარტა ფრიმენი.

ჰერბერტ ზალბერის თქმით, ამჯერად, გალის რაიონის გარდა, მას საშუალება მიეცა, მოენახულებინა გაგრა და ბიჭვინთა.

აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან კონსულტაციის შემდეგ, ჰერბერტ ზალბერმა გამოთქვა იმედი, რომ მისი მისიის საქმიანობა გალის რაიონის გაცდება და აფხაზეთის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ურთიერთობები სასარგებლო იქნება, - აღნიშნა ამაზე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, - თუმცა აუცილებელია აფხაზეთი განხილული იქნეს არა ქართული აღქმის პრიზმაში, არამედ ჩაითვალოს მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთ მხარედ. ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც გაიხსნება აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთს უნდა მოეკიდოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა. მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობები. ამიტომ ისინი უნდა ავაწყოთ საქართველოს ინტერესებთან მიბმის კონტექსტის გარეშე. ანუ დამოკიდებლობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - უკვე გუშინდელი დღეა! მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში გაიგონ: აფხაზეთი ეს სახელმწიფოა, რომელსაც სურს, რომ შედგეს".