ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
საქართველო, 4 თებერვალი,
საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, 3 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა
1.9970 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 31 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.0557 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0587 ლარი შეადგინა.