აქტუალური
"საგზაო მოძრაობის შესახებ" ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ხდება. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ეს ვადა 2017 წლის 31 დეკემბრისთვის გადაიწევს.
ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ. სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის ტექდათვალიერების განხორციელება ნებაყოფლობითია.