საზოგადოება
ელისო კილაძე: „წულუკიანმა მერაბიშვილის ინფორმატორის ძეგლი გახსნა“

sazog-3საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიებასა და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება და სამ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ კი:

პირველი: ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვინ იყო მაშინ კრიმინალური პოლიციის უფროსი და რატომ არ არის დაპატიმრებული ის თანამდებობის პირი, რომლის უშალო ბრძანების გარეშეც ფირცხალავა სპეცოპერაციას ვერც დაიწყებდა, ვერც დაგეგმავდა და ვერც ჩაატარებდა.

მეორე: სპეცრაზმელების შეფი გახლდათ შალვა ჯანაშვილი. შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე ნაკანი, ჯანაშვილის ბრძანების გარეშე, სპეცოპერაციაზე ვერ გავიდოდა... ანუ მეორე პირი, რომელიც ბრძანების უშალო მიმცემია, გახლავთ შალვა ჯანაშვილი და ამ კუთხით არ ჩატარებულა გამოძიება... ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს, ის იყო მისი მრჩეველი და მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და არანაირი გამოძიება ამ კუთხით არ ჩატარებულა.

მესამე: პროკურატურამ, თავის დროზე თეა წულუკიანის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, განცხადებაში მკაფიოდ განაცხადა, რომ ვინმე ხუბულოვი იყო პოლიციის ოფიციალური ინფორმატორი, მან მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას ირაკლი ფირცხალავას ძმის ნარკოტიკებთან დაკავშირებით დანაშაულზე. მე მაინტერესებს, თეა წულუკიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რა ნიშნით დადგა იუსტიციის სამინისტროსთან, ვანო მერაბიშვილის პოლიციის ოფიციალური ინფორმატორის ძეგლი. მე ვფიქრობ ეს არის ტრაგედია და კეთილი უნდა ინებონ და ყველა იმ პირს, ვისაც ეს ევალება, ეს რაღაც ამაზრზენი ქმედება იუსტიციის მინისტრის უნდა გამოასწორონ", - განაცხადა "პირველ რადიოსთან" საუბარში ელისო კილაძემ.