საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2011-2012 წლების ფინანსურ საქმიანობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა
ssazog-1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სამსახურის შეფასების დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არასათანადო გადაწყვეტილებების გამო, ამ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტმა მინიმუმ 703,054 ლარი იზარალა, ხოლო 1,423,737 ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.