პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ცხრა კანდიდატურა წარუდგინა

polit-1საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა; მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.