უცხოეთი
ბერლინი შოკირებულია ათენის პოზიციის ცვლილებით რუსეთთან მიმართებაში

1-berlin-zar-3საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალექსის ციპრასის პირველივე საჯარო აქტმა, რომელიც მან ორშაბათს, 1944 წელს ნაცისტების მიერ დახოცილი 200 ბერძენი მებრძოლის დაღუპვის ადგილას აღმართული მემორიალის მონახულებისას განახორციელა, გერმანიაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

შემდგომმა ნაბიჯმა ბერლინი კიდევ უფრო მეტად ჩააგდო შოკში - პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელსაც ახალი პრემიერი შეხვდა, რუსეთის ელჩი იყო. შემდეგ ამას მოჰყვა სხვა არაორდინარული ნაბიჯები: „ხისტი ეკონომიკის“ პოლიტიკაზე უარის თქმა და ევროკავშირის პოზიციის კრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან დაკავშირებით.

გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელის გარემოცვაში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ საბერძნეთის მთავრობის ახალი მეთაური ალექსის ციპრასი კონსოლიდირებული ევროპული პოლიტიკური შეხედულებების წიაღში დაბრუნდება, თუმცა, რაც მეტი დროს გადის, მით მეტად საეჭვოა, რომ ეს მოხდეს.