უცხოეთი
ჰენრი კისინჯერმა ვაშინგტონს რუსეთთან დაკავშირებით ბრძნული რჩევა მისცა

1-kisinjer-zar-2საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკული დიპლომატიის პატრიარქი, კონცეფცია Realpolitik-ის პროპაგანდისტი, წარსულში - სახელმწიფო მდივანი, შემდგომ - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, შეთავსებით მტკიცე ანტიკომუნისტი ჰენრი კისინჯერი მოუწოდებს ვაშინგტონს, მოაწესრიგოს თანამშრომლობა მოსკოვთან. ის დაჟინებით ურჩევს ამერიკის მთავრობას, ღირსეულად გამოვიდეს უკრაინის კრიზისიდან. კერძოდ, უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საკითხებში მოკავშირედ შეინარჩუნოს რუსეთი.

მოხუცი კისინჯერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უკრაინის მოვლენების დასაწყისში, აფრთხილებდა ვაშინგტონს იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ასეთი დესტრუქციული ურთიერთობები ვერავითარ სასიკეთო შედეგს ვერ გამოიღებს.