პოლიტიკა
ლატვიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე კორკელია, შესაძლოა, თანამდებობის გარეშე დარჩეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამჟამად კონსტანტინე კორკელიას შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
სკანდალური საიტის – wikileaks.org-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებში მოხვდა ლატვიაში აშშ-ის ელჩის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლატვიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე კორკელია 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განახორციელა.