სამართალი
შსს-მ ტროტილი ამოიღო

1-trotil-samart-3საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი.შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა გიორგი . და ლაშა . ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი მ. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მახლობლად, საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანით საკუთარ სახლში მიჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას სალონიდან 1 კილო და 824 გრამი ტროტილი, 6 ცალი ცეცხლგამტარი ზონარი და კაფსულ-დეტონატორი ამოიღო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-ს ტროტილი საჩუქრად მეგობარმა - ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში მცხოვრებმა ლაშა ა-მ გადასცა, რომელმაც აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება რამდენიმე წლის წინ ჭიათურაში თავად მოიპოვა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.