აქტუალური
გომელაური: „ნაცმოძრაობას ბევრი რამის გაფუჭება უნდა. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ“

1-nacdviJenie-aqtual-3საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ აქტივობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
ნაცმოძრაობა თავისი განცხადებებით ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადმოიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო... მაგათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ“, აცხადებს გომელაური „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში.

მოითხოვა თუ არა შს მინისტრმა კონკრეტული ადამიანების სია, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში ირიბად მონაწილეობდნენ და ვისაც კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“? - გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ამ შეკითხვას შს მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა სამსახურიდან მათ გათავისუფლებას. დანარჩენების შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გამოკვეთს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ყველა დაისჯება. თუ ადამიანს ბრალი არ მიუძღვის და ვიღაცამ ბატონ იურის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რომ ესა თუ ის პიროვნება სპეცოპერაციის დღეს იქ იმყოფებოდა, იმ ავბედით დღეს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა იქ და ყველას ვერ დასჯი“, - აღნიშნა შს მინისტრმა.