პრემიერი ღარიბაშვილი: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს საქართველოში"
საქართველო, 3 თებერვალი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ, სირთულეების მიუხედავად, საქართველოს გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
5%-ის ფარგლებში იქნება.
„ეს არის ძალიან დიდი წარმატება, იმ ვითარებაში, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. წელს ასევე ვგეგმავთ მნიშვნელოვან ზრდას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს საქართველოში, მაგრამ დამოკიდებული ვართ საგარეო ფაქტორებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.