სამართალი
ფოთის პორტთან დომინიკის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი დააკავეს

ALTAWFIKშსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ფოთის პორტის მე-9 ნავმისადგომთან დომინიკის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ALTAWFIK“-ი დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტანს, სირიის რესპუბლიკის მოქალაქეს, აბდულ რახმან ოუსაულისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით; გარემოზე მიყენებული ზიანისთვის კი - 1106,40 ლარის ოდენობით.