პოლიტიკა
საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2015 წლის 30 იანვარს შეხვედრა გამართა „აშშ ატლანტიკური საბჭოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ჰანტსმენთან.
მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში ამჟამად არსებული საფრთხეები, საქართველოს ხედვა მათი ეფექტიანად დაძლევის კუთხით და საერთაშორისო საზოგადოების როლი აღნიშნულ პროცესში.