პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“: „პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ეკისრება საქართველოს დე-ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს, მის გუნდს და მათთან ერთად ყოფილ ხელისუფლებას“

1-kuka-polit-2საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

ოცნების“ 2-წლიანი მმართველობის შედეგად ქართველი ხალხი, რომელმაც უპირობო ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას, პირწმინდად მოტყუებულია. ხელისუფლებამ ურცხვად დაივიწყა ძირითადი დაპირებები:

არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ნაწილობრივ გაუქმდა უკვე არსებული, ქვეყანაში არ შემოსულა არცერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ინვესტორი, არ გახსნილა არცერთი სამრეწველო საწარმო;

არ გადაიხედა მონოპოლიური ტარიფები საწვავზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ სერვისებზე. მიმდინარეობს ეროვნული ვალუტის კატასტროფული დევალვაცია;

არ შეიცვალა რეპრესიული სისტემა და პოსტებზე კვლავ რჩებიან დამნაშავე ჩინოვნიკები;

არ გადაიხედა სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიღებული უკანონო სისხლის სამართლის და სამოქალაქო გადაწყვეტილებები;

არ შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი და გრძელდება რუსეთთან კონფრონტაცია, რის შედეგადაც რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას;

ქვეყანაში ყვავის კორუფცია და ნეპოტიზმი, ყოფილი და მოქმედი პრემიერის ნათესავები დაინიშნენ წამყვან საჯარო პოსტებზე და უკანონოდ მონაწილეობენ კერძო სექტორის მოგების განაწილებაში;

იური ვაზაგაშვილის თავხედური მკვლელობის შემდეგ დაიწყო ქართული  საზოგადოების გამოფხიზლება. ჩვენი ხალხი აცნობიერებს, რომ „ოცნებამ“ ამოწურა თავისი თავი და აუცილებელია ძირეული ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში... ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად ერთადერთ ქმედით საშუალებად „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.