პოლიტიკა
კონფერენციაზე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციაც მოეწყო. აღნიშნული პროექტები იყო „მოსამართლეთა სემინარები სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“, „მართლმსაჯულების გაძლიერება“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“. ამ პროექტების ფარგლებში უკვე განხორციელდა სტუდენტური კონფერენციები, შემუშავდა მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები, 44 მოსამართლისათვის გაიმართა სემინარები ავსტრიაში, გერმანიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში.
„მოსამართლის დამოუკიდებლობის, მოსამართლის ღირსების გაძლიერება არის მნიშვნელოვანი საფუძველი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისათვის. ამ პროექტების მიზანიც სწორედ ეს იყო", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ერთიანი ეთიკური სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს უკეთესი სასამართლო, ვიდრე ჰქონდა გუშინ და ვიდრე აქვს დღეს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.