სამართალი
სოლოლაკის ქედთან "პანორამა თბილისის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

1-kedi-sam-3საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე, სადაც პროექტის მშენებლობა უნდა განხორციელდეს, SOS დაწერეს.
აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ - "თბილისის ჰამქარი", "პარტიზანული მებაღეობა", სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" და სხვ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, გაიარეს სოლოლაკის ქუჩები, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია და სოლოლაკის ქედთან შეჩერდნენ.

მთელი გზის განმავლობაში აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "არა პანორამას". ისმოდა ასევე საყვირების ხმა.

1-kedi-sam-3-1 1-kedi-sam-3-2