აქტუალური
ლეიბორისტების ბოიკოტი გაზრდილ გადასახადებს

shalvaXლეიბორისტები ოპოზიციურ პარტიებს საგადასახადო პოლიტიკისთვის ერთობლივი ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
როგორც ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, არანაირ სამართლებრივ ბრძოლას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. როგორც ნათელაშვილი აცხადებს, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ 15 ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მოლაპარაკების მაგიდა დატოვონ და ლეიბორისტული პარტიის ბოიკოტს შეუერთდნენ.
ნათელაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 15 ოპოზიციური პარტია, თუნდაც დროებით, უარს იტყვის მოლაპარაკებებზე და გადასახადების შემცირებას მოითხოვს, ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობებზე წავიდეს.
ლეიბორისტები წყლის საფასურის 3.15 ლარამდე გაზრდას, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებასa და ერთიანი საგადასახადო სისტემის შემოღებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან შემოღებული იქნება ერთიანი ქვითარი და ერთი რომელიმე კონკრეტული გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებლებს სხვა დანარჩენი მომსახურებაც შეეზღუდებათ.