პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

1-gerbert-polit-3საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. შეხევდრაზე აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია უმნიშვნელოვანესი ადგილია რუსეთთან მოსალაპარაკებლად უსაფრთხოების თემებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში.
საუბარი შეეხო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან მოკავშირეობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ითქვა, რომ რუსეთი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.

ჰერბერტ ზალბერი 2014 წლის ივლისიდან არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. მას მაღალი თანამდებობები ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო გერმანიის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე.